რუმიქსი ცინცაძეზე გამორჩეული მდებარეობის მქონე პროექტია, რომელიც საბურთალოზე, ცინცაძის ქ. 53-ში მდებარეობს და სულ რაღაც 600 მეტრი აშორებს თბილისის ცენტრალურ პარკს.
სახლიდან მარტივია გადაადგილება ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, ვინაიდან 10 წუთის სავალზეა მეტრო პოლიტექნიკური. ასევე, რამდენიმე ასეულ მეტრშია ისეთი მნიშვნელოვანი ქუჩები როგორიცაა ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველასა და გამსახურდიას გამზირები, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს ტრანსპორტირებისას.